გორის „დილა“ ლუქსემბურგის „რასიგნ უნიონს“ დაუპირისპირდება - მატჩი დღეს გაიმართება
უეფას კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე გორის „დილა“ ლუქსემბურგის „რასიგნ უნიონს“ დაუპირისპირდება.
პირველი შეხვედრა დღეს, 10 ივლისს ჩატარდება.თამაში 20:30 საათზე დაიწყება და ლუქსემბურგში (სტად აშილ ჰამერელი) ჩატარდება
რაც შეეხება საპასუხო მატჩს, 17 ივლისს გორი უმასპინძლებს.
უეფას კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლის შემთხვევაში კი „დილას“ მეტოქე ლატვიის საფეხბურთო ნაკრები - ,,რიგა" იქნება.