

16-18 ივლისს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი - „მაჩაბელი“ გაიმართება.
ღონისძიება საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება და უნივერსიტეტის 90 წლის საიუბილეო თარიღს ეძღვნება.
რაც შეეხება პროგრამას, ფესტივალის ფარგლებში არაერთი აქტივობა, მათ შორის, მასტერკლასები, პრეზენტაციები, დოკუმენტური ფილმების ჩვენება/განხილვა, თემატური დისკუსიები, მუსიკალური წარმოდგენები და ფოტოგამოფენებია დაგეგმილი.
„ფესტივალი სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს აერთიანებს, რომლებიც თანამედროვე და ტრადიციულ ხელოვნებას ინოვაციური ფორმატით წარმოაჩენენ. 90-წლიან ისტორიულ გზაზე უნივერსიტეტი აგრძელებს გზას, რომლის საფუძველიცაა განათლების, მეცნიერების და ხელოვნების მჭიდრო კავშირი“, - აცხადებენ ორგანიზატორები.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.