გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებული პროექტი - „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ ზიპლაინით და ფეინთბოლის ჩემპიონატით გაგრძელდა.
ღონისძიებები ბორჯომის ადაპტირებულ საველე ბანაკში გაიმართა.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, ჩემპიონატში მონაწილეობა 80-ზე მეტმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირმა -სამშვიდობო მისიებში დაჭრილმა ჯარისკაცმა, ომის ვეტერანმა და ონკოსაზოგადოების წარმომადგენელმა მიიღო.
გამარჯვებულები მედლებითა და დიპლომებით დაჯილდოვდნენ.
ღონისძიება „საქართველოს ახალგაზრდული მედია კავშირის“ ინიციატივით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის, მუნიციპალიტეტების მერიებისა და სპონსორების მხარდაჭერით მოეწყო.
„აღნიშნული პროექტის განხორციელება ხელს უწყობს საქართველოს მიერ რატიფიცირებულ გაეროს 2006 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენციის 30-ე მუხლის იმპლემენტაციას და შშმ პირთა მიმართ დამკვიდრებული სტერეოტიპების მსხვრევას“, - აღნიშნავენ გორის მუნიციპალიტეტის მერიაში.