ერთიანი ეროვნული გამოცდები გრძელდება. ამ დროისთვის, საგამოცდო ცენტრებში, დილის სესიაზე, აბიტურიენტებისთვის ისტორიის გამოცდა მიმდინარეობს. საგამოცდო პროცესში, დღეიდან, 10 ივლისიდან, ასევე, ჩაერთნენენ გრანტის გაუმჯობესების მსურველი სტუდენტებიც.
„ამ დროისთვის, ჩვენ საგამოცდო ცენტრში 357 აბიტურიენტი აბარებს ისტორიის გამოცდას. დარეგისტრირებული 376 აპლიკანტიდან 19 მათგანი გამოცდაზე არ გამოცხადდა. სტუდენტების შემთხვევაში კი, ტესტზე 49 მუშაობს.
ამ დროისთვის, საგამოცდო პროცესი მშვიდ ვითარებაში, ექსცესების გარეშე მიმდინარეობს, დაგვიანების შემთხვევები არ ყოფილა რეგისტრაციის პროცესშიც. რაც შეეხება მეორე სესიას, საკუთარი კომპეტენციის დადასტურება, აბიტურიენტებთან ერთად, ხელოვნების პედაგოგებს მოუწევთ“, - აღნიშნა „გორის მაცნესთან“ საუბრისას გორის საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორმა თინათინ გვერდწითელმა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს