კონსტანტინე ბუზალაძემ საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრებს ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატში მიღწეული წარმატება მიულოცა
გორის მერის მოვალეობის შემსრულებელმა კონსტანტინე ბუზალაძემ საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრებს ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატში მიღწეული შედეგი მიულოცა.
სპორტსმენებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და გულშემატკივრები აეროპორტში დახვდნენ.
„ვულოცავ საქართველოს და განსაკუთრებით გორელებს ამ დიდ გამარჯვებას. შვიდი მედლიდან ექვსი მედალი გორში მოდის. განსაკუთრებით სასიხარულოა ის ამბავი, რომ ნაკრების ათკაციანი შემადგენლობიდან ექვსი გორელი იყო და მედალი ექვსივემ ჩამოიტანა. გორი სპორტული ქალაქია, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ და მაქსიმალურად დავუდგებით გვერდით ყველა სპორტსმენს. ძალიან ამაყი ვარ ამ გამარჯვებით და კიდევ ერთხელ ვულოცავ ჩვენს ბიჭებს, მათ მწვრთნელებს და მთელს საქართველოს“, - აღნიშნა კონსტანტინე ბუზალაძემ.
შეგახსენებთ, ევროპის ახალგაზრდულ ჩე4მპიონატზე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა შვიდი მედალი მოიპოვა და გუნდური შედეგით ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. რაც შეეხება გორელების შედეგს, დაჩი პაპინაშვილი (86 კგ.), დავით ჭეჭელაშვილი (79 კგ.) და კონსტანტინე პეტრიაშვილი (97 კგ.) ევროპის ჩემპიონები გახდნენ. ვერცხლის მედალი ნიკა ზანგალაძემ (57 კგ.) მოიპოვა. საბა ღამბაშიძე და გოგა ოთინაშვილი კი ბრინჯაოს პრიზიორები არიან.