

ივნისში გორის მუნიციპალიტეტს 63 469 ვიზიტორი ეწვია.
მუნიციპალიტეტში არსებული ტურისტული ობიექტების დამთვალიერებელთა ოფიციალური სტატისტიკა გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტოს ტურიზმის განყოფილებამ გამოაქვეყნა.
ინფორმაციის თანახმად, 2025 წლის 1-ელი იანვრიდან 3 ივლისამდე მუნიციპალიტეტს 196 118 ვიზიტორი ეწვია, რომელთა უმრავლესობა - 146 742 უცხოელია.
უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინაარე წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტს ყველაზე მეტი დამთვალიერებელი - ივნისში, ყველაზე ცოტა კი თებერვალში ეწვია.
„რაც შეეხება ცალკეული თვეების სტატისტიკას, გორის მუნიციპალიტეტს იანვარში - 10 554, თებერვალში - 9 819, მარტში - 17 535, აპრილში - 33 889, მაისში კი 60 852 დამთვალიერებელი ეწვია“, - აღნიშნულია ტურიზმის განყოფილების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს