საზოგადოება
09.07.2025 11:57
მასწავლებელთა გამოცდაზე რეგისტრირებული აპლიკანტებიდან 29 არ გამოცხადდა - გორის საგამოცდო ცენტრი

ერთიანი ეროვნული გამოცდები გრძელდება. დღეს, 9 ივლის, მასწავლებლებელთა ტესტირება შემდეგ საგნებში: ფიზიკა, ქიმია, ქართული, ისტორია მიმდინარეობს.

გორის საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელის თინათინ გვერდწითელის ინფორმაციით, ამ წუთებში, რეგისტრირებული 171 აპლიკანტიდან 142 აბარებს გამოცდას.

„საგამოცდო პროცესი მშვიდ ვითარებაში, ექსცესების გარეშე მიმდინარეობს. შეფერხებები არ ყოფილა რეგისტრაციის პროცესშიც. რაც შეეხება დასწრების სტატისტიკას, დღევანდელ გამოცდაზე 29 პედაგოგი არ გამოცხადდა. დღეს, ასევე, პედაგოგებისთვისაა ჩანიშნული მეორე სესიაც და 46 პედაგოგი შეეცდება ბიოლოგიაში საკუთარი კომპეტენიციის დადასტურებას“, - აღნიშნა თინათინ გვერდწითელმა.

კვირის ამბები