კულტურა
09.07.2025 12:53
გორი ფლეიტისტთა ფესტივალს უმასპინძლებს

ვანო მურადელის სახელობის სამუსიკო სკოლა ფლეიტისტთა ფესტივალს უმასპინძლებს.

გორის მუნიციპალიტეტის მერიის და კულტურის განვითრების ხელშეწყობის სააგენტოს მხარდაჭერით, მუსიკალური ღონისძიებები 12-დან 20 ივლისამდე გაიმართება.

ორგანიზატორების ინფორმაციით, ფესტივალის ფარგლებში 14, 15 და 16 ივლისს 10:00-დან 13:30 საათამდე ჩატარდება მასტერკლასებიც.

„საქართველოში დაგეგმილ ფლეიტისტთა მეცხრე ფესტივალს გორი უმასპინძლებს. ღონისძიების - „ფლეიტაზე შემსრულებელი ღმერთები და კომპოზიტორები“ სამხატვრო ხელმძღვანელი მაგდალენა კუნი, ასისტენტები კი დაფნა ჰოლცერი და კახი ჩარგეიშვილი არიან. ფესტივალს ორგანიზებას მერი ჟვანია უწევს“, -  აცხადებენ კულტურის სააგენტოში.

ფესტივალზე დასწრება თავისუფალია.
კვირის ამბები