შიდა ქართლში, ქარელის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზის პერიმეტრზე მდებარე სოფელ ავლევში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს.
შესასრულებელი სამუშაოები ერთ კმ.-მდე შიდა საუბნო გზის მოასფალტებას ითვალისწინებს, რომელშიც სოფლის სასაფლაომდე მისასვლელ გზის მონაკვეთიც შედის.
სამუშაოები, რომლის შესასრულებლადაც 300 000 ლარამდეა გათვალისწინებული, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორცილედება.
ავლევში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის პროცესს შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი მოადგილესთან მიხეილ ფავლენიშვილთან და ქარელის მუნიციპალიტეტის მერთან ზაზა გულიაშვილთან ერთად გაეცნო.
„მოცემულ მონაკვეთზე ასფალტის საფარი არასდროს ყოფილა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა ადგილობრივების მოთხოვნის გათვალისწინებით პირველად ხორციელდება“, აცხადებენ შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს