საზოგადოება
08.07.2025 15:15
მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის პროგრამაში განაცხადების მიღება დაიწყო
დღეიდან, 8 ივლისიდან მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის პროგრამაში განაცხადების მიღება დაიწყო.

სოფლის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, სახელმწიფოს მხრიდან პროგრამის ფარგლებში გაწეული თანადაფინანსება არანაკლებ 30 000 ლარს და არაუმეტეს 100 000 ლარს შეადგენს (მაგრამ არაუმეტეს წარმოდგენილი პროექტის ჯამური ღირებულების 50%-ს). სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის და ახალგაზრდა მეწარმეებისთვის კი, დამატებით,10%-იანი (60%) თანადაფინანსებაა განსაზღვრული.

განაცხადები მიიღება შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: document@rda. gov. ge.

„პროგრამის მიზანია, თანადაფინანსების გზით, ხელი შეუწყოს მაღალმთიან დასახლებებში კერძო სექტორის განვითარებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, მოახდინოს ახალგაზრდა მეწარმეების, ეკონომიკური აქტივობის ზრდის სტიმულირება და როგორც სასოფლო-სამეურნეო, ასევე, არასასოფლო-სამეურნეო მიმართულებების მდგრადი განვითარება და ადგილობრივი ეკონომიკის დივერსიფიკაცია. განაცხადების მიღება პროგრამის ბიუჯეტის ამოწურვამდე (5 მლნ. ლარი) გაგრძელდება“, - აცხადებენ უწყებაში.
ცნობისთვის, გორის მუნიციპალიტეტში მაღალმთიანი დასახლების სტატუსით 29 სოფელი სარგებლობს, შესაბამისად, სახელმწიფო პროგრამით სარგებლობას შეძლებენ ამ დასახლებებში მცხოვრები პირებიც.
კვირის ამბები