

გორის კულტურის სააგენტოს ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის ინიციატივით, „საზაფხულო სკოლა“ დაიწყო.
საგანმანათლებლო პროექტში გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 10-დან 12 წლამდე ასაკის მოზარდები მონაწილეობენ.
საზაფხულო სკოლაში გასართობ-შემეცნებითი პროცესი 17 ივლისამდე გაგრძელდება. პროექტი შემეცნებით აქტივობებს, წიგნებთან და კომპიუტერთან საპრეზენტაციო უნარების გამომუშავებას მოიცავს.
„გორის მუნიციპალიტეტის კულტურის განვითარების ხელშეწყობის სააგენტო „საზაფხულო სკოლის“ პროექტს ახორციელებს. მიზანი კი მოზარდებისათვის ძირითადი უნარ-ჩვევების გამომუშავება, ლოგიკური აზროვნების და საკომუნიკაციო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება და ინტელექტუალური უნარების განვითარების ხელშეწყობაა“ - აღნიშნავენ ორგანიზატორები.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.