

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტირძნისში მკვლელობა მოხდა, მოკლული დაახლოებით 50 წლის ქალია. როგორც ,,გორის მაცნეს“ სოფელში განუცხადეს, ქალი განქორწინებული იყო. რაც შეეხება შვილებს, თანასოფლელების ინფორმაციით, მას ზრდასრული შვილები ჰყავდა.
არაოფიციალური ვერსიით, ბრალდებული, სავარაუდოდ, მამაკაცია, რომელთანაც ქალს ახლო ურთიერთობა ჰქონდა.
გარდაცვლილს სხეულის დაზიანება, სავარაუდოდ, ბასრი საგნით აქვს მიყენებული.
მომხდარ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს