საზოგადოება
07.07.2025 10:47
საგამოცდო პროცესი ხარვეზების გარეშე მიმდინარეობს, რეგისტრაციის პროცესში დაგვიანების შემთხვევები არ ყოფილა - თინათინ გვერდწითელი

ერთიანი ეროვნული გამოცდები უცხო ენების - ინგლისურის და რუ8სულის გამოცდით გრძელდება. ამ დროისთვის, გორის საგამოცდო ცენტრში 488 აპლიკანტი ცდილობს საკუთარი ცოდნის დადასტურებას. როგორც „გორის მაცნესთან“ საუბრისას გორის საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორმა თინათინ გვერდწითელმა განაცხადა, პროცესი მშვიდ ვითარებაში, ექსცესების გარეშე მიმდინარეობს.

„საგამოცდო პროცესი მშვიდ ვითარებაში, ექსცესების გარეშე მიმდინარეობს. არ ყოფილა დაგვიანების შემთხვევები. დღევანდელ გამოცდაზე რეგისტრირებული აპლიკანტებიდან 21 არ გამოცხადდა. რაც შეეხება მეორე სესიას, რეგისტრაცია 14:00 საათზე დაიწყება და 493 აბიტურიენტს ველოდებით. ინგლისური ენის ბოლო გამოცდა ხვალ 12 ივლისს, დილის სესიაზეა ჩანიშნული. მეორე სესია კი, გერმანული ენის ტესტებზე მუშაობას დაეთმობა. გარდა ამისა, საგამოცდო პროცესში ჩაერთვებიან საბაზო საფეხურის პედაგოგები“, - განაცხადა თინათინ გვერდწითელმა.

კვირის ამბები