საზოგადოება
07.07.2025 12:46
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე გორის მე-3 საჯარო სკოლაში მიმდინარე საგამოცდო პროცესს გაეცნო

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, საგამოცდო პროცესს, გორის მე-3 საჯარო სკოლაში გაეცნო.

მინისტრმა, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ ნინო წერეთელთან ერთად, საგამოცდო ცენტრი დაათვალიერა და აბიტურიენტებს წარმატება უსურვა.

გივი მიქანაძე: „მთელი საქართველოს მასშტაბით, ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მომავლისთვის უმნიშვნელოვანესი პროცესი - ეროვნული გამოცდები მიმდინარეობს.

მოვინახულეთ გორის საგამოცდო ცენტრი და მოხარული ვარ, რომ ვხედავ გაღიმებულ, თავდაჯერებულ აბიტურიენტებს, რომლებიც საკუთარი შრომით მოვიდნენ დღევანდელ დღემდე და აქ, ამ სივრცეში საკუთარი ცოდნის წარმოჩენის საშუალება მიეცათ.

მქონდა შესაძლებლობა, პირადად შევგებებოდი ახალგაზრდებს, გამემხნევებინა და წარმატებები მესურვებინა. აქვე მინდა, დიდი მადლიერება გამოვხატო სამინისტროს თითოეული თანამშრომლის მიმართ, ვინც ამ პროცესში არის და იყო ჩართული. მადლობა, ასევე, იმ ყველა უწყების წარმომადგენელს რომელთა ჩართულობის და მონაწილეობის გარეშე ეს უმნიშვნელოვანესი პროცესი ასეთი მაღალი სტანდარტით ვერ განხორციელდებოდა.

დარწმუნებული ვარ, ის გარემო, რომელსაც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მთელი ქვეყნის მასშტაბით ახალგაზრდებს ახვედრებს, იძლევა შესაძლებლობას, რომ თითოეულმა აბიტურიენტმა თავისუფლად, ლაღად იგრძნოს თავი, გამოამჟღავნოს ცოდნა, ნიჭიერება და სასურველ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში დამსახურებული ადგილი მოიპოვოს“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.

კვირის ამბები