

გორმა ქართული რეწვის საღამოს უმასპინძლა.
აქტივობა „გარდენ მოლში“ ჩატარდა და გორის მუნიციპალიტეტის განვითარების სააგენტოს ტურიზმის განყოფილების მინი გალერეის მოსწავლეთა ნამუშევრები იყო წარმოდგენილი. გარდა ამისა, დამთვალიერებელს თექის, კერამიკის და ფარდაგების შემსწავლელ კურსებზე რეგისტრაციის გავლის შესაძლებლობაც ჰქონდა.
ღონისძიების ფარგლებში, კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ.
„ქართული რეწვის მინი გალერეა არის სახელოსნო ცენტრი, სადაც დაინტერესებული პირები ტრადიციული მეთოდებით თექას, კერამიკას და ფარდაგების ქსოვას სწავლობენ. გარდა ამისა, ვეხმარებით ადგილობრივ ქალებს ახალი პროფესიის შეძენასა და დასაქმებაში, კურსები, ჯამში, 200-ზე მეტმა ბავშვმა და 50-ზე მეტმა დასაქმების მიღმა მყოფმა ქალბატონმა გაიარა“, - აცხადებენ ორგანიზატორები.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.