კულტურა
07.07.2025 12:44
გორში კომპოზიტორ ვაჟა დურგლიშვილის საიუბილეო კონცერტი გაიმართება

გორში საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, კომპოზიტორის და შემსრულებლის ვაჟა დურგლიშვილის საიუბილეო კონცერტი გაიმართება.

გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღონისძიება კომბინატის დასახლების ტერიტორიაზე მდებარე კულტურის ცენტრის საკონცერტო დარბაზში (მშვიდობის გამზირი №12/ა) ჩატარდება.

ცნობილი ხელოვანის 77 წლისადმი მიძღვნილ საიუბილეო შეხვედრა-კონცერტში, ასევე, მონაწილეობენ კომპოზიტორის მეგობრები: ზურაბ კობეშავიძე, ბესო კალანდაძე და ლადო ხელაშვილი.

კონცერტი 18:00 საათზე დაიწყება.

დასწრება თავისუფალია.

კვირის ამბები