

სურსათის ეროვნული სააგენტო, ზაფხულში გაზრდილი მოთხოვნის გათვალისწინებით, ნაყინის საწარმოებსა და სარეალიზაციო ობიექტებს აქტიურად ამოწმებს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, ინსპექტირების ფარგლებში მოწმდება წარმოების, რეალიზაციის და შენახვის პირობები, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები, ვადები და ტემპერატურული რეჟიმი.
სააგენტოს ინსპექტორები მონიტორინგის პროგრამით, ასევე, სალმონელაზე, ლისტერიასა და ტრანსცხიმებზე კვლევის მიზნით, სხვადასხვა სახეობის ადგილობრივი და იმპორტირებული ნაყინის ნიმუშს მთელი საქართველოს მასშტაბით იღებენ.
„აღნიშნულ მაჩვენებლებზე აკრედიტებულ ლაბორატორიაში უკვე გამოკვლეულია ნაყინის 100-მდე ნიმუში, ყველა მათგანი შესაბამისობაშია კანონმდებლობით დადგენილ ნორმებთან. მიმდინარე წელს ნაყინის კიდევ 60 ნიმუშის აღებაა დაგეგმილი“, - აცხადებენ სააგენტოში.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.