

ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით გრძელდება. ამ დროისთვის, გორის საგამოცდო ცენტრში 478 აპლიკანტი გადის გამოცდაზე. როგორც „გორის მაცნესთან“ საუბრისას საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორმა განაცხადა, რეგისტრაციის პროცესში შეფერხება არ ყოფილა.
„საგამოცდო პროცესი მშვიდ ვითარებაში, ექსცესების გარეშე მიმდინარეობს. შეფერხებები არ გვქონია რეგისტრაციის პროცესშიც. დღევანდელი გამოცდის პირველ სესიაზე 494 აპლიკანტი იყო დარეგისტრირებული, თუმცა, 16 გამოცდაზე არ გამოცხადდა. რაც შეეხება მეორე სესიას, ასევე ქართულ ენასა და ლიტერატურას დაეთმობა და 492 აპლიკანტია დარეგისტრირებული“, - აღნიშნა თინათინ გვერდწითელმა.
ერთიანი ეროვნული გამოცდები ორშაბათს, 7 ივლისს, უცხო ენების - ინგლისურის და რუსულის გამოცდით გაგრძელდება.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.