ირაკლი აბაშიძის სახელობის საერთაშორისო ტურნირზე გორელმა მოკრივეებმა ორი მედალი მოიპოვეს.
ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორები ლევან დემუროვი და ლუკა ნიქაბაძე გახდნენ.
დემუროვი 65 კგ. წონით კატეგორიაში ასპარეზობდა. ფინალურ შეხვედრაში სომხეთის წარმომადენელთან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დაეუფლა.
რაც შეეხება ნიქაბაძეს (70 კგ.), მოკრივემ ოქროს მედლისთვის შეხვედრა თურქმენეთის წარმომადგენლის წინააღმდეგ გამართა და მეორე ადგილის მფლობელი გახდა.
ორივე პრიზიორი ავთანდილ შოშიაშვილის სახელობის გორის კრივის სპეციალიზებული სპორტული სკოლის წარმომადგენელია.
ირაკლი აბაშიძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი ბათუმში ჩატარდა. შეჯიბრში 10 ქვეყნის 150-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა.
7-დან 12 სექტემბრის ჩათვლით, ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსამდე დაიკლებს, მოსალოდნელია პერიოდულად წვიმა და ელჭექი