„ქართული ღვინის პოპულარიზაციის სახელმწიფო პროგრამაში“ მონაწილეობისთვის განაცხადების მიღება დაიწყო და 1-ელ სექტემბერს დასრულდება.
როგორს ღვინის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა ითვალისწინებს 300 000 ლარის ოდენობის თანადაფინანსებას მეწარმეებისთვის, რომლებიც ქართული ღვინის ექსპორტსა და მარკეტინგულ საქმიანობას საერთაშორისო ბაზრებზე ახორციელებენ.
„ქართული ღვინის პოპულურაზიციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა სხვადასხვა მიზნობრიობით გაწეული მარკეტინგული ხარჯების თანადაფინანსებას ითვალისწინებს.
პროგრამაში მონაწილეობისთვის აუცილებელია ღვინის ექსპორტის მოცულობა და მარკეტინგული ხარჯი ყველა რეგიონში ერთობლივად (აზიის რეგიონი, ევროპის რეგიონი, ამერიკის რეგიონი და სხვ. გარდა საქართველოსა, სუამისა და დსთ-ის ქვეყნებისა) ან ბენეფიციარის შერჩევით არაუმეტეს ორ რეგიონში მიმდინარე წელს იყოს იმაზე მეტი, ვიდრე წინა წელს.
პოგრამაში მონაწილეობის მსურველთა განაცხადები მიიღება ელექტრონულად - info@wine. gov. ge-ზე, ან ღვინის ეროვნულ სააგენტოში (მისამართი: მარშალ გელოვანის გამზირი 32)“, - აცხადებენ ღვინის ეროვნულ სააგენტოში.
პროგრამაში მონაწილეობის მსურველებს პროგრამის პირობების და ანაზღაურების გაცემის დეტალური პროცედურების შესახებ ინფორმაციის ნახვა შეუძლიათ სააგენტოს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე.