სპორტი
03.07.2025 11:18
გორის „დილა“ საქართველოს სუპერთასის გამარჯვებულია

გორის „დილა“ სლავა მეტრეველის სახელობის საქართველოს სუპერთასის გამარჯვებულია.

ფინალურ შეხვედრაში გორული კლუბი „სპაერს“ დაუპირისპირდა და ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

მოწინააღმდეგის კარში გოლები ჟოაო არაუჟომ და გრიგოლ ჩაბრაძემ გაიტანეს და არსებობის ისტორიაში პირველად, „დილა“ საქართველოს სუპერთასის მფლობელი გახდა.

„საპასუხისმგებლო შეხვედრა ჩავატარეთ, საკმაოდ ძლიერ გუნდს ვეთამაშეთ. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო „დილას" თითეულ ფეხბურთელს, რომლებმაც თავდაუზოგავად იბრძოლეს და შედეგიც სახეზეა. განვაგრძობთ ბრძოლას სხვა ტიტულებისთვისაც“, - აღნიშნა გორის „დილას“ მთავარმა მწვრთნელმა დიეგო ლონგომ.

კვირის ამბები