

გორი ქართული რეწვის საღამოს უმასპინძლებს.
ღონისძიება 4 ივლისს, 19:00 საათიდან დაიწყება და დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება გორის მუნიციპალიტეტის განვითარების სააგენტოს ტურიზმის განყოფილების მინი გალერეის კურსდამთავრებულების ნამუშევრებს გაეცნოს. გარდა ამისა, მონაწილეობა მიიღოს ფარდაგის, კერამიკის და თექის ნიმუშების შექმნაში. სტუმრებს ახალ კურსზე რეგისტრაციის გავლაც შეეძლებათ.
აქტივობა „გარდენ მოლში“ (სამეფოს ქუჩა №70) ჩატარდება.
„ქართული რეწვის მინი გალერეა არის სახელოსნო ცენტრი, სადაც დაინტერესებული პირები ტრადიციული მეთოდებით თექას, კერამიკას და ფარდაგების ქსოვას სწავლობენ. გარდა ამისა, ვეხმარებით ადგილობრივ ქალებს ახალი პროფესიის შეძენასა და დასაქმებაში“, - აცხადებენ ორგანიზატორები.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.