„ატლანტიკური საბჭოს“ კეთილდღეობის 2025 წლის ინდექსში საქართველომ ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა და კეთილდღეობის ინდექსის გაუმჯობესებით 21-ე საუკუნის საუკეთესო სამეულში მოხვდა.
საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, კვლევაში საზოგადოებრივი კეთილდღეობა შეფასებულია მოსახლეობის შემოსავლების დონის, სოციალური თანასწორობის, უმცირესობათა უფლებების დაცვის, გარემოს დაცვის, განათლებისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გათვალისწინებით.
„2001-2024 წლებში, მსოფლიოში საზოგადოებრივი კეთილდღეობა 7,5 პროცენტით გაუმჯობესდა, ევროპაში - 6,7 პროცენტით, ევროკავშირში - 5,5 პროცენტით, საქართველოში კი 17 პროცენტით.
საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა 2012 წლის შემდეგ მიღწეული პროგრესის მიხედვით - ორგანიზაციის შეფასებით, ბოლო 12 წელიწადში საქართველოში კეთილდღეობის ინდექსი 8,8 პუნქტით გაუმჯობესდა და მსოფლიო რეიტინგში ქვეყანა 23 ადგილით დაწინაურდა.
საქართველო კეთილდღეობის დონით მსოფლიოში 47-ე ადგილზეა და რეიტინგით უსწრებს ყველა მეზობელ ქვეყანას, ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატს, ასევე ნატოს და ევროკავშირის წევრ 5 სახელმწიფოს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.