2 ივლისი სპორტული ჟურნალისტიკის საერთაშორისო დღეა. თარიღი 1920 წლიდან აღინიშნება. ტრადიციას საფუძველი კი ანტვერპენში (ბელგია) გამართული ოლიმპიური თამაშებისას ჩაეყარა.
რაც შეეხება საქართველოს, სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია (სსჟა) 1991 წლის 19 აპრილს დაფუძნდა და სპორტული პრესის საერთაშორისო ასოციაციაში 1992 წლის 30 აპრილს გაწევრიანდა.
პირველი ქართული სპორტული ჟურნალი - „შევარდენი“ სპორტულმა საზოგადოება „შევარდენმა“ 1918 წელს გამოსცა. 1934 წელს სპორტული გაზეთი - „პირველი ფიზკულტურელი“ დაიბეჭდა, რომელსაც 1949 წლიდან სახელი შეეცვალა და დღემდე „ლელოს“ სახელით ვრცელდება.
აღნიშნულ დღეს საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია არაერთი ღონისძიებით აღნიშნავს.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს