სუპერთასის გათამაშების ფინალურ მატჩში გორის „დილა“ „სპაერს“ დაუპირისპირდება.
შეხვედრა დღეს, 2 ივლისს, 20:00 საათზე დაიწყება. თამაშს დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონი უმასპინძლებს.
„კარგი მოსამზადებელი პერიოდი გავიარეთ და მცირე დროის მიუხედავად, ეს დღეები მაქსიმალურად ნაყოფიერად გამოვიყენეთ. გუნდი საკმაოდ კარგ ფორმაშია. ნახევარფინალის შემდეგ ძალების აღდგენა სწრაფად მოვახერხეთ.
წინ გველის თამაში, რომლითაც შეგვიძლია დიდხნიანი უტიტულო პერიოდის დასრულება. აქედან გამომდინარე, მატჩის მნიშვნელობას კარგად ვიაზრებთ. ეს არ იქნება მარტივი მატჩი, თუმცა ყველაფერს გავიღებთ თასის გორში წასაღებად.
მეტოქეს ვაკვირდებოდი ,,ტორპედოსთან" მატჩისას, ასევე გვქონდა საშუალება, მათთან ამხანაგური თამაში გვეთამაშა და „სპაერმა“ ჩემზე კარგად ორგანიზებული გუნდის შთაბეჭდილება დატოვა.
გულშემატკივარს კი მინდა მოვუწოდო, რომ ბოლომდე ჩვენს გვერდით დარჩნენ და ერთად ვიზეიმოთ ახალი ტიტულის მოპოვება“, - აღნიშნა გორის „დილას“ მთავარმა მწვრთნელმა დიეგო ლონგომ.