თურქეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყნის 14 ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
აღნიშნული ქალაქებია: გირესუნი, რიზე, თუნჯელი, ართვინი, მალათია, გუმუშჰანე, ქუთაჰია, ჩანქირი, სივასი, ვანი, იოზგათი, ჩანაქქალე, ჩორუმი და დუზჯე - ინფორმაციას თურქეთში საქართველოს ელჩი გიორგი ჯანჯღავა სოციალურ ქსელში ავრცელებს.
თურქეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, კარანტინის წესების დარღვევა მთელ რიგ სანქციებს ითვალისწინებს.
თურქეთში კორონავირუსით ინფიცირების 9 217 შემთხვევაა დადასტურებული, ვირუსული ინფექციით გარდაიცვალა 131 პაციენტი.