სპარტაკ ასანიძის და თენგიზ ჯაოშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი კრივში, ავთანდილ შოშიაშვილის სახელობის გორის კრივის სკოლის სპორტსმენებმა ორი - პირველი, ორი - მეორე და სამი - მესამე ადგილით დაასრულეს.
შეჯიბრის გამარჯვებულები გიორგი კოვზიაშვილი (40 კგ.) და გიგი ყიფშიძე (60 კგ.) გახდნენ. მეორე ადგილზე ნიკოლოზ ნასყიდაშვილი (50 კგ.) და ვანო ნაცვლიშვილი (65 კგ.) გავიდნენ. ლაშა გელაშვილმა (50 კგ.), ილია ვაჭრიძემ (52 კგ.) და გურამ მაზმიშვილმა (55 კგ.) ასპარეზობა მესამე ადგილით დაასრულეს.
ტურნირზე მუნიციპალიტეტის კიდევ ერთი, გიორგი კანდელაკის სახელობის ვარიანის კრივის სკოლის სპორტსმენები მონაწილეობდნენ და მათ ანგარიშზეც შვიდი მედალია.
ზაზა მდინარიძე (48 კგ.), ვახტანგ გოგიშვილი (57 კგ.) და ილია პაპუაშვილი (75 კგ.) პირველი ადგილის მფლობელები გახდნენ. მეორე ადგილს ლუკა ქოქაშვილი (46 კგ.) და ნიკოლოზ ნაცვლიშვილი (63 კგ.) დაეუფლნენ.რაც შეეხება მესამე ადგილს, გიორგი რთველიაშვილის (44 კგ.) და შოთა თანდიაშვილის (54 კგ.) ანგარიშზეა.
სპარტაკ ასანიძის და თენგიზ ჯაოშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ჭიათურაში ჩატარდა. შეჯიბრში საქართველოს სხვადასხვა ქალაქში მცხოვრები მოკრივეები ასპარეზობდნენ.