კულტურა
30.06.2025 13:14
ქართული სიმღერის კონკურს-ფესტივალში გორის კულტურის ცენტრის სიმღერის წრის მოსწავლეებმა სამი საპრიზო ადგილი დაიკავეს

ქართული სიმღერის კონკურს-ფესტივალში - „სხვა საქართველო სად არის“ გორის კულტურის ცენტრის სიმღერის წრის მოსწავლეებმა სამი საპრიზო ადგილი დაიკავეს და ერთი სახელობითი დიპლომი მოიპოვეს.

პირველი ადგილის მფლობელი ლანა ხიზანიშვილი გახდა, მესამე ადგილები კი გურამ ნასყიდაშვილმა და სტუდია „ფანტაზიამ“ (უფროსი ჯგუფი) დაიკავეს.

ღონისძიებაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები 6-დან 18-წლამდე ასაკის მოზარდები მონაწილეობდნენ. კონკურსი ორ ნომინაციაში - ინდივიდუალური (სოლო) სიმღერა და გუნდები (ანსამბლები) მიმდინარეობდა.

შეგახსენებთ, ქართული სიმღერის კონკურს-ფესტივალი - „სხვა საქართველო სად არის“ 2016 წლიდან მარნეულში იმართება. ფესტივალის მიზანი ქართული სიმღერის პოპულარიზაციაა, როგორც ქართველ, ასევე, ქვეყანაში მცხოვრებ ეთნიკური წარმომავლობის მქონე მოზარდებში.

კვირის ამბები