გორელმა ძიუდოისტებმა კადეტთა შორის გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ერთი - ოქროს და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
ევროპის ჩემპიონი ქეთი რობაქიძე (70 კგ.) გახდა. სპორტსმენმა ხუთი შეხვედრა ჩაატარა. ფინალში პოლონელი როქსანა ზისი დაამარცხა და ოქროს მედალს დაეუფლა.
რაც შეეხება ბრინჯაოს მედალს, იოანე აბალაკის (+90 კგ.) ანგარიშზეა. ძიუდოისტმა მესამე ადგილისთვის ბძოლაში იტალიელი ჯანლუკა პიჩი დაამარცხა.
ქეთი რობაქიძე გურამ პაპიტაშვილის სახელობის გორის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლის სპორტსმენია (მწვრთნელი ირაკლი ლომიძე). იოანე აბალაკი კი ძიუდოს კლუბ „გორიჯვრის“ ძიუდოისტია (მწვრთნელი მალხაზ ავაზნელი).
ევროპის ჩემპიონატი მაკედონიის ქალაქ სკოპიეში ჩატარდა.