სპორტი
30.06.2025 12:23
გორის მუნიციპალიტეტში გამართული მინი ფეხბურთის ჩემპიონატის გამარჯვებული კარალეთის გუნდი გახდა

გორის მუნიციპალიტეტის მასშტაბით გამართული მინი ფეხბურთის ჩემპიონატის გამარჯვებული კარალეთის გუნდი გახდა.

შეჯიბრი კამპანიის „არა ნარკოტიკს“ ფარგლებში ჩატარდა.

რაც შეეხება პრიზიორებს, მეორე ადგილი გორის გუნდმა - „ბარსა“ დაიკავა, მესამეზე კი გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი - „ერთობა გსუ“ გავიდა.

საპრიზო ადგილებზე გასული გუნდები გორის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა კონსტანტინე ბუზალაძემ საკრებულოს თავმჯდომარესთან დავით რაზმაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, თასებით და მედლებით დააჯილდოვა. გამარჯვებულ გუნდს ფულადი პრიზიც გადაეცა.

სპორტული აქტივობა საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ინიციატივით სხვადასხვა რეგიონში მიმდინარეობს. ღონისძიების მხარდამჭერია გორის მუნიციპალიტეტის მერია.

„ჩემპიონატი ოლიმპიური სისტემით მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტის მასშტაბით გამარჯვებული გუნდები რეგიონულ ეტაპზე იასპარეზებენ. რაც შეეხება მიზანს, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და სპორტის საშუალებით ნარკოტიკებზე უარის თქმის წახალისება წარმოადგენს“, - აცხადებენ ორგანიზატორები.

კვირის ამბები