კულტურა
27.06.2025 15:19
„მთებმა დახუჭეს თვალები“ - გორის თეატრი დაანონსებული სპექტაკლის პრემიერას რუსთაველის თეატრში გამართავს

გორის თეატრი დაანონსებული სპექტაკლის პრემიერას რუსთაველის ეროვნულ თეატრში გამართავს.

30 ივნისს და 1-ელ ივლისს, ვაჟა ფშაველას უკანასკნელი დღეების ქრონიკას სცენაზე რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე გააცოცხლებს.

სპექტაკლის სახელწოდებაა „მთებმა დახუჭეს თვალები“, სცენარი კი პოემის - „ალუდა ქეთელაური“ მიხედვით დაიწერა.

წარმოდგენაში გორის თეატრის მსახიობებთან ერთად, მოწვეული არტისტებიც მონაწილეობენ: ომარ ბექაური, გიორგი გოგუაძე, კახი გაზდელიანი, გიორგი გელაშვილი ( შოთა რუსთაველის სახ. თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი), ელენე დარჩია, ზაზა თედელური, სოსო მგალობლიშვილი, ანა ლევენცი (ქობულეთის დრამატული თეატრი), დავით დარჩია (რუსთაველის ეროვნული თეატრი), ქეთი ხიტირი (რუსთაველის ეროვნული თეატრი), მაკა შალიკაშვილი, ნოდარ ცერცვაძე და ამირან ქაჩიბაია.

წარმოდგენა 19:00 საათზე დაიწყება.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ, საიტზე biletebi. Ge.

კვირის ამბები