საზოგადოება
27.06.2025 10:42
შინაური მიუსაფარი ცხოველების შიდა ქართლის ინტერმუნიციპალური სააგენტოს თანამშრომლებს სეზონური ფორმები გადაეცათ

შინაური მიუსაფარი ცხოველების შიდა ქართლის ინტერმუნიციპალური სააგენტოს თანამშრომლებს სეზონური სამუშაო ეკიპირება გადაეცათ.

სპეც. ტანსაცმელი თანამშრომლებს სააგენტოს დირექტორმა გადასცა.

როგორც ბექა გიუნაშვილმა განაცხადა, დასაქმებულები ყოველდღიურად არაერთ სამუშაოს ახორციელებენ, შესაბამისად, მნიშვნელოვანია ჰქონდეთ სეზონისთვის შესაბამისი, მოსახერხებელი და ხარისხიანი სამუშაო ტანსაცმელი.

„თანამშრომლები ყოველდღიურად მნიშვნელოვან და დატვირთულ სამუშაოს ასრულებენ. სააგენტო ზრუნავს დასაქმებულებისთვის კომფორტული სამუშაო პირობების შექმნაზე და მათთვის პერიოდულად ხდება სეზონის შესაბამისი ბრენდირებული უნიფორმების გადაცემა", - აღნიშნა ბექა გიუნაშვილმა.

კვირის ამბები