კულტურა
26.06.2025 13:36
გორის თეატრს საგასტროლო ტურნეს ფარგლებში რუსთავის თეატრი ეწვევა

საგასტროლო ტურნეს ფარგლებში, 2 ივლისს გიორგი ერისთავის სახელობის დრამატულ თეატრს რუსთავის თეატრი ეწვევა.

გორელი მაყურებელი სოსო ნემსაძის რეჟისორულ ნამუშევარს სახელწოდებით - „ერთი ვინმე ყაფლანიშვილი“ იხილავს.

ვაჟა გიგაშვილის რომანი, რომლის მიხედვითაც სპექტაკლი დაიდგა, მიხეილ ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნების“ გაგრძელებას წარმოადგენს. სპექტაკლის მთავარი გმირი, ნოდარ ყაფლანიშვილი, რომელმაც თავისი კარიერა და ფული უსამართლოდ და ძალადობრივი გზით იშოვა, გადაწყვეტს ნაშინდარში არსებული მამა-პაპისეული მამულის დამტკიცებას. აღნიშნულისთვის ჭირდება საკუთარი წარმომავლობის გამოკვლევა, რისთვისაც დაიქირავებს ისტორიკოსს, იორამ შათირიშვილსა და მის ცოლს.

მთავარი გმირის თითოეულ ქმედებაში გამოიხატება შეცდომის ჯაყოსეული ხასიათი, რომელსაც საფუძვლად გენეტიკურად განპირობებული ადამიანის ქცევები და ემოციები უდევს. ნათესაური კავშირი თან გასდევს მთლიან სიუჟეტს და კიდევ ერთხელ ყველას გვაფიქრებს იმაზე, საიდან მოვდივართ.

სპექტაკლზე დაწესებულია ასაკობრივი ცენზი 16+

ბილეთების შეძენა კი შესაძლებელია თეატრის სალაროში (ტელ: 0370277932), ან ონლაინ საიტზე www. biletebi. ge

კვირის ამბები