სპორტი
26.06.2025 11:06
ხელბურთში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე გორის გუნდმა მეორე ადგილი დაიკავა

ომარ ბოლქვაძის ხსოვნისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ტურნირზე შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლის ხელბურთელთა გუნდმა მეორე ადგილი დაიკავა.

შეჯიბრში 2010-2011 წწ. დაბადებული ვაჟთა გუნდები ასპარეზობდნენ.

გორელებმა სამტრედიის, ქუთაისის, ბათუმის და ხელვაჩაურის გუნდები დაამარცხეს. მეორე ადგილისთვის შეხვედრაში კი „წყალტუბოსთან“ დამარცხდნენ.

ტურნირზე გორის გუნდი შემდეგი შემადგენლობით ასპარეზობდა: ლუკა ჩილაშვილი, თამაზ მღებრიშვილი, პაატა ჯობინაშვილი, ნიკა კაპანაძე, გიორგი საათაშვილი, ამირან ბადაშვილი, გიორგი ბიჩინაშვილი, ლაშა ჭიქინაშვილი, ნიკოლოზ ჭიქინაშვილი, დავით ყურელი, საბა გიუნაშვილი და რეზი ბრეგვაძე.

სპორტსმენთა მწვრთნლები ლაშა შემშენოვი და გია მამაცაშვილი არიან.

ცნობისთვის, ომარ ბოლქვაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ტურნირი ხელვაჩაურში ჩატარდა.

კვირის ამბები