სპორტი
26.06.2025 10:25
ფოთში გამართულ ტურნირზე ავთანდილ შოშიაშვილის სახელობის გორის კრივის სკოლის სპორტსმენებმა ვერცხლის მედლები მოიპოვეს

ზურაბ სარსანიას ხსოვნის მემორიალურ ტურნირზე კრივში, ავთანდილ შოშიაშვილის სახელობის გორის კრივის სკოლის სპორტსმენებმა ორი მედალი მოიპოვეს.

შეჯიბრის ვიცე-ჩემპიონები გიგი ნონიკაშვილი (70 კგ.) და ლევან ცეცხლაძე (85 კგ.) გახდნენ.

ტურნირი ფოთში ჩატარდა და საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ მოკრივეებთან ერთად, რამდენიმე ქვეყნიდან ჩამოსული სპორტსმენებიც ასპარეზობდნენ. მონაწილეები პირველობისთვის 10 წონით კატეგორიაში იბრძოდნენ.

ცნობისთვის, შეჯიბრი ქართველმა მოკრივეებმა 17 მედლით დაასრულეს, რომელთაგან სამი - ოქროს, შვიდი - ვერცხლის და შვიდი ბრინჯაოს სინჯისაა.

კვირის ამბები