კულტურა
25.06.2025 11:37
გორის სამხატვრო სკოლა ირაკლი ბაინდურაშვილის პერსონალურ გამოფენას უმასპინძლებს

ანა ფერაძის სახელობის სამხატვრო სკოლა ირაკლი ბაინდურაშვილის პერსონალურ გამოფენას უმასპინძლებს.

გორის მუნიციპალიტეტის კულტურის სააგენტოს ინფორმაციით, გამოფენა 26 ივნისს გაიხსნება და ფერწერით დაინტერესებულ პირებს ცნობილი გორელი მხატვრის, მხატვართა კავშირის წევრის ნამუშევრების დათვალიერება მომდევნო ორი კვირის განმავლობაში შეეძლებათ.

სამხატვრო სკოლის (მის: ფარნავაზის ქუჩა N1) საექსპოზიციო სივრცე სტუმრების მისაღებად 17:00 საათზე გაიხსნება.

დასწრება თავისუფალია.

კვირის ამბები