

პროექტი - „საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები და იძულებით გადაადგილებული ახალგაზრდების ფსიქო-სოციალური მხარდაჭერა“ დასრულდა.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, პროექტი, რომელიც ორი თვე მიმდინარეობდა, გორის მუნიციპალიტეტის მერიამ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშომლობით განახორციელა და საოკუპაციო ხაზის პერიმეტრზე მდებარე სოფლებში - მეჯვრისხევსა და არბოში მცხოვრები 14-დან 29 წლამდე პირები მონაწილეობდნენ.
ახალგაზრდებმა სტრესის და ემოციების მართვის ტექნიკები შეისწავლეს. მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.
„ბენეფიციარებს განუვითარდათ პოზიტიური სოციალური უნარები. მიღებული ინფორმაცია მათ სამომავლო პერსპექტივების დასახვაში დაეხმარება. გარდა ამისა, ხელს შეუწყობს ახალგაზრდების საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად ჩართვას“, - აცხადებენ გორის მერიაში.
ღონისძიება გორის მუნიციპალიტეტის მერიის „ახალგაზრდული პროექტების თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.