შიდა ქართლში, ქალაქ კასპში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცურაო კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს.
შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, გათვალისწინებულია მრავალფუნქციური სპორტული სივრცის მოწყობა, რომელიც მოიცავს როგორც დიდ, ისე მცირე საცურაო აუზებს, სატრენაჟორო დარბაზს, 100 ადამიანზე გათვლილ ტრიბუნას, პერსონალის და სპორტული მედიკოსების ოთახებს, გასახდელებს და საშხაპეებს. გარდა ამისა, კომპლექსის ტერიტორიაზე პარკინგის და გარე კაფის მოწყობა იგეგმება. საცურაო აუზი სპეციალური საჭიროებების მქონე პირებისთვის სრულად იქნება ადაპტირებული.
სამშენებლო სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრმა კახაბერ გულედანმა, მინისტრის მოადგილემ ლევან ზაუტაშვილმა, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა სიმონ გულედანმა და კასპის მუნიციპალტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ დაათვალიერეს.
პროექტი, რომლის ღირებულებაც 7 მილიონ ლარზე მეტია, ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. პროექტი გარდამავალია სამშენებლო სამუშაოები 2024 წელს დაიწყო და მიმდინარე წელს დასრულდება.