გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებებში აღსაზრდელთა რეგისტრაციის მეორე, საყოველთაო ეტაპი ხვალ, 24 ივნისს, 12:00 საათზე დაიწყება და 5 ივლისს 18:00 საათზე დასრულდება.
მეორე ეტაპზე დარეგისტრირებას ყველა მსურველი შეძლებს, ვისაც მიმდინარე წლის 15 სექტემბრამდე უსრულდება 2 წელი. ქალაქში მდებარე ბაგა-ბაღებში რეგისტრაცია შესაძლებელია ელექტრონულად სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ ელ.მისამართზე(www. gorikids. ge) ხოლო რაიონის ბაღებში ჩასარიცხად განცხადება მშობელმა (კანონიერმა წარმომადგენელმა) ადგილობრივი ბაღის დირექტორთან უნდა დაწეროს.
„ელექტრონული რეგისტრაციის მომენტში დაგჭირდებათ ბავშვის დაბადების მოწმობა. მას შემდეგ, რაც წარმატებით გაივლით რეგისტრაციას, საჭირო დოკუმენტებს წარადგენთ სააგენტოში. დოკუმენტების წარდგენას22 ივლისიდან1-ელი აგვისტოს ჩათვლით შეძლებთ.
დაგჭირდებათ: ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი; ბავშვის ჯანმრთელობის ცნობა; ორი ფოტოსურათი(3X4); მშობლის(კანონიერი წარმომადგენლის) პირადობის მოწმობის ასლი; რაიონის ბაღის შემთხვევაში, მშობლის(კანონიერი წარმომადგენლის) განცხადება საბავშვო ბაგა-ბაღში მიღების თაობაზე; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის შემთხვევაში- ფორმა№100 და სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული შეფასების რეკომენდაცია.
სასკოლო მზაობის ცენტრებში აღსაზრდელთა ჩარიცხვის მსურველ მშობლებს კი, 25 ივნისიდან 4 ივლისის ჩათვლით შეუძლიათ სააგენტოში (სტალინის გამზ №16) დაწერონ განცხადება და წარადგინონ ზემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები“, - აცხადებენ სააგენტოში.