საგასტროლო ტურნეს ფარგლებში გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში წარმოდგენას გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტი“ გამართავს.
გორის თეატრის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დიდ სცენაზე მარიამ ალექსიძის თანამედროვე ბალეტი სახელწოდებით „მედეა“ იქნება წარმოდგენილი.
სპექტაკლში გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ დასი მონაწილეობს. მედეას პარტიას კი დასის სოლისტი მარიამ ქოიავა ასრულებს.
ღონისძიება 26 ივნისს 20:00 საათზე დაიწყება. ბილეთების შეძენა კი შესაძლებელია თეატრის სალაროში (ტელ:. 0370277932), ან ონლაინ საიტზე www. biletebi. ge
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს