ნანი კირკიტაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირზე შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლის ძიუდოისტებმა შვიდი მედალი მოიპოვეს.
შეჯიბრი ბათუმში ჩატარდა და გორელთაგან მარი მეგრელიშვილი (44 კგ.) და თიკო ბეგლარაშვილი (57 კგ.). მეორე ადგილზე გავიდნენ.
მესამე ადილი კი ლიზი მურადაშვილის (32 კგ.), სალომე ბეგლარაშვილის (57 კგ.), ანა გულუაშვილის (63 კგ.), ლანა ბუთხუზის (+63 კგ.) და ანა ბუთხუზის (+70 კგ.) ანგარიშზეა.
საპრიზო ადგილებზე გასულ სპორტსმენთაგან ექვსის მწვრთნელი - ქართლოს პავლიაშვილია. ანა გულუაშვილის მწვთნელი კი გელა უმეკაშვილი.