სპორტი
23.06.2025 13:03
ყაზბეგში გამართულ ტურნირზე გორელმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა 26 მედალი მოიპოვეს

ტარიელ ალიბეგაშვილის სახელობის ტურნირი გორელმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა 26 მედლით დაასრულეს.

შეჯიბრი 2011-2012 და 2013-2014 წწ, დაბადებულ სპორტმენთა შორის ჩატარდა და მოპოვებული მედლებიდან თვრამეტი - ნუგზარ სხირელის სახელობის გორის ჭიდაობის სკოლის, რვა კი შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლის ანგარიშზეა.

ტურნირის გამარჯვებულები გიორგი ლობჟანიძე (52 კგ.), მიხეილ მაყიშვილი (62 კგ.), ედვარდ მანველიშვილი (68 კგ.), ანდრია დოიჯაშვილი (75 კგ.), ნიკოლოზ ბერიანიძე (26კგ.), ანდრია გამხიტაშვილი (29 კგ.), გიორგი ოქროპირიძე (35 კგ.), ნიკოლოზ მერაბიშვილი (48 კგ.), საბა ვართანიანი (65 კგ.) და ტატო ცხაოშვილი (44 კგ.) გახდნენ.

რაც შეეხება მეორე ადგილს, მათე პაპიტაშვილმა (29 კგ.), აივაზ ემინოვმა (32 კგ.), ნიკოლოზ გაგლოშვილმა (35 კგ.), თორნიკე დვალიშვილმა (38 კგ.), გივი ქებაძემ (48 კგ.) და ალექსანდრე ტლაშაძემ (38 კგ.) დაიკავეს.

მესამე ადგილზე კი ლექსო ნოზაძე (41 კგ.), გიორგი პაპიტაშვილი (44 კგ.), ბექა ბერიანიძე (23 კგ.), დანიელ გალეგაშვილი (26 კგ.), თომა პაპიტაშვილი (32 კგ.), იაკობ ჯიოშვილი (35 კგ.), ლექსო გიგაური (42 კგ.) დავით რაზმაძე (75 კგ.), ნიკოლოზ პარასკებაშვილი (35 კგ.) და პაატა მურადაშვილი (65 კგ.) გავიდნენ.

ტარიელ ალიბეგაშვილის სახელობის ტურნირი ყაზბეგში ჩატარდა.

კვირის ამბები