სამართალი
20.06.2025 15:33
18 ივნისს გორში მომხდარი შემთხვევის შედეგად დაზარალებული ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა გაუმჯობესდა

ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა, რომელსაც 18 ივნისს საღამოს, გორში, სავარაუდოდ მეუღლემ, სხეულზე მრავლობითი დაზიანებები მიაყენა, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა და ახლობლების ინფორმაციით იგი კლინიკას რამდენიმე დღეში დატოვებს.

შეგახსენებთ, შემთხვევ თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საერთო საცხოვრებელში ორი დღის წინ გვიან საღამოს მოხდა.

მეზობლების ინფორმაციით, ქალს დაზიანებები მეუღლემ მიაყენა, იგი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანა. მათივე ინფორმაციით, ცოლზე ფიზიკურად ძალადობის შემდეგ, ქმარმა თვითდაზიანება მიიყენა, რის გამოც იგი კლინიკა ,,გორმედში" გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის კ-ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს, რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 7-დან 15-წლამდე.

კვირის ამბები