

გორის მწერალთა სახლში წიგნის - „გორი ქართულ პოეზიაში“ პრეზენტაცია მოეწყო.
კრებულში ქალაქ გორისადმი მიძღვნილი ასზე მეტი ქართველი ავტორის ლექსებია თავმოყრილი.
წიგნის პრეზენტაციას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი, პირველი მოადგილე მიხეილ ფავლენიშვილი, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
როგორც სიმონ გულედანმა აღნიშნა, ადგილობრივი ხელისუფლება მსგავსი ტიპის ინიციატივებს და შემოქმედებითი პროექტების განხორციელებას მუდმივად მხარს უჭერს.
ცნობისთვის, წიგნის - „გორი ქართულ პოეზიაში“ შექმნის და მისი კონცეფციის ინიციატივა გორის მწერალთა სახლს ეკუთვნის.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.