გორის მუნიციპალიტეტის განვითარების სააგენტოს ტურიზმის განყოფილების ქართული რეწვის სახელოსნოების მინი გალერეაში ტრადიციული რეწვით დაინტერესებული მოქალაქეებისთვის პროექტი ხორციელდება.
კურსის ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 9-15 წლის ასაკის ბავშვები დადასაქმების მიღმა მყოფი ქალები ფარდაგების ქსოვის ტექნიკას ეუფლებიან.
რაც შეეხება პროგრამის მიზანს, დასაქმების ხელშეწყობა, ქართული რეწვის ტრადიციების განვითარება და ახალგაზრდებში შემოქმედებითი უნარების გაძლიერება წარმოადგენს.
„პროგრამა ხელს უწყობს ბავშვებში მოტორიკის და კონცენტრაციის უნარების განვითარებას, ხოლო ქალებისთვის ახალი პროფესიის, შემოქმედებითი თვითგამოხატვის და შემოსავლის წყაროს შექმნის შესაძლებლობას იძლევა“, - აცხადებენ სააგენტოში.
7-დან 12 სექტემბრის ჩათვლით, ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსამდე დაიკლებს, მოსალოდნელია პერიოდულად წვიმა და ელჭექი