საზოგადოება
20.06.2025 12:30
გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ბაკურიანში „საზაფხულო ბანაკი 2025“ იხსნება - ბენეფიციართა შერჩევა ორ ეტაპად განხორციელდება

გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ბაკურიანში „საზაფხულო ბანაკი 2025“ იხსნება.

ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, პროექტში მონაწილეობა 16-20 წლის ასაკის პირებს შეუძლიათ. ბენეფიციართა შერჩევა ორ ეტაპად (დოკუმენტაციის გადარჩევა და გასაუბრება) განხორციელდება.

ბაკურიანში 180 ახალგაზრდა ოთხ ეტაპად გაემგზავრება. ისინი ბანაკში ხუთი ღამე და ექვსი სრული დღე დარჩებიან.

ბანაკის წევრებს ჩაუტარდებათ ტრენინგები შემდეგი თემებზე: ემოციების მართვა, ეფექტური კომუნიკაცია; პროფესიული ორიენტაცია, კარიერის დაგეგმვა; პროექტების წერა; მედიაწიგნიერება; ციფრული უსაფრთხოება და ხელოვნური ინტელექტი.

პროექტის ფარგლებში, სხვადასხვა შემეცნებითი, კულტურული, სპორტული და გასართობი აქტივობებიცააა დაგეგმილი

საზაფხულო ბანაკში მონაწილეობისთვის დაინტერესებულმა პირები უნდა დარეგისტრირდნენ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე მითითებულ ბმულზე. განაცხადები 10 ივლისის ჩათვლით მიიღება.

დამატებითი ინფორმაციისთვის მსურველებმა უნდა დარეკონ ნომერზე: 599 85 17 47 (ნინო ბერიანიძე).

ცნობისთვის, პროექტს საერთაშორისო ინოვაციური ინდუსტრია გორის მუნიციპალიტეტის „განათლების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში ახორციელებს.

კვირის ამბები