საზოგადოება
20.06.2025 12:06
გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობის მიზნით, გორის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების პედაგოგებისთვის სწავლება გაიმართა

გორის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობის მიზნით, ორდღიანი სწავლება გაიმართა.

დაცული ტერიტორიების მნიშვნელობის, წითელი ნუსხის სახეობების და მდგრადი განვითარების საკითხების შესახებ გამართულ ტრენინგში მონაწილეობა 20-ზე მეტმა მასწავლებელმა მიიღო.

„პროექტის - „ახალი ჰორიზონტები: ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის და ადგილობრივი მოსახლეობის ჰარმონიული განვითარება“ ფარგლებში, სწავლება გორის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების გეოგრაფიის, ბიოლოგიის და სამოქალაქო განათლების მასწავლებლებისთვის ჩატარდა.

ტრენინგის მიზანი კი გარემოსა და მდგრადი განვითარების საკითხებზე მიღებული ცოდნის დანერგვა და სასწავლო პროცესში გამოყენება იყო.

პროექტის ფარგლებში, ასევე,დაგეგმილია: მედიაკამპანია გარემოსდაცვით თემებზე; ეკო-საგანმანათლებლო აქტივობები სკოლებთან ერთად და გაცვლითი ვიზიტები გარემოსდაცვითი გამოცდილების გასაზიარებლად“, - აცხადებენ გორის განვითარების სააგენტოში.

ორგანიზატორების თქმით, პროექტს People in Need Georgia ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ახორციელებს.

კვირის ამბები