სამართალი
19.06.2025 13:15
ახალგაზრდა ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც, სავარაუდოდ, მეუღლემ, დაზიანებები მიაყენა, სტაბილურია

გუშინ საღამოს, გორში დაშავებული 20 წლის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც, სავარაუდოდ, მეუღლემ, სხეულზე მრავლობითი დაზიანებები მიაყენა, სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ახალგაზრდა ქალის ახლობლების ინფორმაციით, პაციენტს გუშინ საღამოს ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია და ამჟამად მკურნალობა უგრძელდება ქირურგიული განყოფილების პალატაში.

ინფორმაციისთვის, შემთხვევა თამარ მეფის ქუჩაზე გუშინ გვიან საღამოს მოხდა.

მეზობლების ინფორმაციით, ქალს დაზიანებები მეუღლემ მიაყენა, იგი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანა.

მათივე ინფორმაციითვე, ცოლზე ფიზიკურად ძალადობის შემდეგ, ქმარმა თვითდაზიანება მიიყენა, რის გამოც იგი კლინიკა ,,გორმედში" გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის კ-ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

 

კვირის ამბები