საზოგადოება
19.06.2025 11:13
გარემოსდაცვითი ღირებულებების მიმართ ცნობიერების ამაღლების მიზნით, გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსწავლეებისთვის საგანმანათლებლო ეკო ბანაკი მოეწყო

გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსწავლეებისთვის ტანისა და თეძმის დაცულ ლანდშაფტში საგანმანათლებლო ეკო ბანაკი მოეწყო.

ღონისძიება გორის მუნიციპალიტეტის განვითარების სააგენტოს ინიციატივით ჩატარდა და როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ აქტივობებს - თემატურ ვორქშოფებს, შემოქმედებით და სპორტულ თამაშებს, ბუნებაზე დაკვირვებას და ეკოლოგიურ შეჯიბრებებს მოიცავდა.

ღონისძიებას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი და პირველი მოადგილე მიხეილ ფავლენიშვილი ესწრებოდნენ. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, მსგავსი ინიციატივები ქვეყნის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ორგანიზატორების ინფორმაციით, საგანმანათლებლო ეკო ბანაკის მიზანს მოსწავლეებისთვის დაცული ტერიტორიების მნიშვნელობის და გარემოსდაცვითი ღირებულებების მიმართ ცნობიერების ამაღლება წარმოადგენდა.

კვირის ამბები