საზოგადოება
18.06.2025 14:11
სახელმწიფო დევნილ ოჯახებს საცხოვრებელ და საერთო სარგებლობის ფართებს დაუკანონებს

დევნილთა, ეკომიგრანტთა და სააერსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო, შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობის შედეგად, სახელმწიფო საკუთრებაში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართებს საკუთრებაში გადასცემს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, დაკანონების პროცესი, იძულებით გადაადგილებულ პირებს საკუთარი ქონების განკარგვის შესაძლებლობას აძლევს. ამასთან, დევნილი ოჯახების ინტერესების გათვალისწინებით, მათი უშუალო მოთხოვნიდან გამომდინარე, სააგენტო კომპაქტური განსახლების ობიექტებში არსებული საერთო სარგებლობის ფართების ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისთვის საკუთრებაში გადაცემის პროცედურებსაც ახორციელებს.

„დაკანონების პროცესთან დაკავშირებულ ყველა ღონისძიებას, მათ შორის, კომპაქტური განსახლების ობიექტებში აზომვითი სამუშაოების ჩატარებას სააგენტო საკუთარი რესურსებით უზრუნველყოფს.

აღნიშნული პროცედურების გასატარებლად, საჭიროა, ამხანაგობის თავმჯდომარემ სააგენტოს საერთო სარგებლობის ფართების ამხანაგობისთვის გადაცემის თაობაზე განცხადებით მომართოს. დაინტერესებულ პირებს დეტალური ინფორმაციის გაცნობა შეუძლიათ ვებგვერდზე: idp. moh. gov. ge“, - აცხადებენ სააგენტოში.

კვირის ამბები